"თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები სავარაუდოდ, გუშინ, სასამართლოს დარბაზიდანვე, გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს" - ამის შესახებ "პალიტრანიუსს" თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან."თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა ქვეყნიდან გაუსვლელობა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა და ა.შ. დაზუსტებით ყველაფერს ვარკვევთ და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას" - განაცხადეს საკონსულოში შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქურდობის ბრალდებით საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.