ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობა დატოვა. შესაბამისი განცხადება გოგიჩაიშვილმა პარლამენტის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. „დღეს იყო უმრავლესობის ფორმატში ჩემი ბოლო გამოსვლა“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა. რაც შეეხება ეკა ბესელიას, ის გუნდის დატოვების საკითხზე განცხადების გაკეთებას 22 თებერვალს, 12:00 საათზე გააკეთებს.