დღეს საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრები, თბილისის დროით 22 საათსა და 30 წუთზე, მსოფლიოს საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლოს წინა მე-11 ტურში საბერძნეთის ნაკრებს, სტუმრად დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი უკვე ორი დღეა მეტოქის არენა დიო აორაკიაზე ვარჯიშობს. საქართველოს ნაკრები რთულ ვითარებაშია, მსოფლიო ჩემპიონატზე გასასვლელად გუნდს 2დან 2ივე გამარჯვება სჭირდება, თანაც ისე, რომ მისი კონკურენტი სერბეთის ნაკრები, ორივეში უნდა დამარცხდეს. საბერძნეთის შემდეგ, საქართველოს ნაკრები 24 თებერვალს ესტონეთს, თბილისში უმასპინძლებს.