მწვავე კამათი ბიუროს სხდომაზე. მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ერთმანეთს რომან გოცირიძე და გია ვოლსკი დაუპირისპირდნენ. "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ ხაზარაძე იძულებული გახდა თანამდებობა დაეტოვებინა და ის საკუთარი ბანკიდან გააგდეს. აღნიშნულ პროცესს კი "ქურდული გარჩევა" უწოდა. რაზეც გია ვოლსკიმ აღნიშნა, რომ ქურდული გარჩევებიც და სატისტებიც "ნაციონელებს" თავისთან მოეკითხათ.