"პრინციპში, სწორი გადაწყვეტილებაა, სხვა არჩევანი არც ჰქონდა. ფაქტია, ბანკს ვერ მოიყოლებდა ამ ბრძოლაში. ალბათ, ივანიშვილიც გაეშვება. მან მიაღწია იმას რაც უნდოდა" - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგი უგულავა "თიბისი ბანკიდან" მამუკა ხაზარაძის წასვლას. გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს, რომ მამუკა ხაზარაძემ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ამით ივანიშვილმა მიზანს მიაღწია და ქვეყნის იმიჯი დაზარალდა."ამოგანგლა ხაზარაძე და ახლა თავი უნდა ამართლებინოს, რომ არაა აქლემი. პროკურატურის საქმე კი "დამოკლეს მახვილივით" ეკიდება სადმე კუთხეში. შედეგი: დაზარალდა ქვეყნის იმიჯი. გაღრმავდა ტოტალური უიმედობის და განუკითხაობის განცდა. დასკვნა: კონსოლიდაცია, ბრძოლა და ამათი გაყრა. ვადები: ყოველი დღე ძვირფასია" - წერს უგულავამ სოციალურ ქსელში.