საინვესტიციო და საკონსულტაციო კომპანია "ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის" და ფინური განათლების კონსორციუმი “Polar Partners"-ის ორგანიზებით, სასტუმრო "Radisson Blu Iveria"-ში, ფინური საერთაშორისო სკოლის პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც 2019 წლის სექტემბერში საგურამოში გაიხსნება და პირველი ფინური სტანდარტების შესაბამისი სკოლა იქნება საქართველოში.“ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის” მიზანია ფინური სკოლა გახდეს ერთ-ერთი თვალსაჩინო და სანიმუშო არა მარტო საქართველოში, არამედ კავკასიის რეგიონშიც. სკოლის აკადემიური პროგრამის შექმნის და მშენებლობის მიმართულებით „ალიანს ჯგუფი ჰოლდინგის“ პარტნიორია ფინური საგანმანათლებლო ჯგუფი „Polar Partners”, რომელსაც განხორციელებული აქვს მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტები ფინეთსა და საერთაშორისო ბაზრებზე. ფინურ სკოლაში პირველი აკადემიური წელი 2019 წლის სექტემბერში დაიწყება. პირველ ეტაპზე, სკოლა მიიღებს დაწყებით კლასებს, რომლის სასწავლო პროგრამა, სტრუქტურა და სასწავლო პროცესი მსოფლიოში საუკეთესო განათლების მოდელად აღიარებულ ფინურ მოდელზე არის დაფუძნებული. საგანმანათლებლო სივრცე მოიცავს სამივე საფეხურის სკოლას, თანამედროვე კამპუსს, მულტიფუქნციურ სპორტულ კომპლექსს და მასწავლებლების ტრეინინგ ცენტრს.7 ჰექტარ ტერიტორიაზე არსებული მშენებლობა 2021 წელს დასრულდება."ალიანს ჯგუფი ჰოლდინგი“ და ფინელი პარტნიორები მზად არიან ღიად ითანამშრომლონ როგორც საჯარო, ასევე კერძო სკოლებთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან იმისათვის, რომ განახორციელონ გრძელვადიანი პროექტები და წვლილი შეიტანონ ქვეყნის განათლების განვითარებაში.