საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლიბიურმა მხარემ გარდაცვლილი ქართველი მეზღვაურის, დავით რაზმაძის ცხედრის გადმოსვენებაზე თანხმობა გასცა. სამინისტროს წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდი ვარაუდობს, რომ ცხედრის გადმოსვენების პროცედურა სავარაუდოდ ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მისივე თქმით, გადმოსვენების შემდეგაც გაგრძელდება პროცედურები იმის დასადგენად, თუ რა გახდა მეზღვაურის გარდაცვალების ზუსტი მიზეზი. 23 წლის ქართველი მეზღვაური, დავით რაზმაძე ლიბიაში, 21 იანვარს, სანაპიროსთან გარდაცვლილი იპოვეს.