დღესათვის, 250 მილიონზე მეტი არასრულწლოვანი მუშაობს ეკონომიკურად ღარიბ ქვეყნებში, რომლებიც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაოებს ასრულებენ. ბავშვის უფლებების კონვენციის თანახმად, ბავშვთა შრომითი ექსპლუატაცია აკრძალულია. თუმცა, არსებობს ქვეყნები, სადაც ბავშვები მუშაობენ ქარხნებში, ფაბრიკებსა და ფერმებში. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით, 153 მილიონი ბავშვი მუშაობს აზიის ქვეყნებში, 80 მილიონი აფრიკაში, 17 მილიონი კი სამხრეთ ამერიკაში. ბავშვების 69% სოფლის მეურნეობაშია ჩართული. მათ აიძულებენ თამბაქოს, ბამბის, ბრინჯისა და კაკაოს ნაყოფის კრეფას. მუშაობა ხელს უშლის ბავშვებს განათლების მიღებაში.