"ამაზონმა" ნიუ-იორკში ახალი სათავო ოფისის გახსნასთან დაკავშირებით ყველა პროექტი გააუქმა. ამის მიზეზი "ამაზონის" ხელმძღვანელობასა და ადგილობრივ პოლიტიკოსებს შორის არსებული უთანხმოება გახდა.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, ნიუ-იორკში „ამაზონის“ ახალი ოფისის მშენებლობაზე 2 მილიარდ 500 მილიონი დოლარი უნდა დახარჯულიყო. ახალი ოფისის გახსნის შემდეგ კი ქალაქში დამატებით 25 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნებოდა.
თუმცა, როგორც აღმოჩნდა ადგილობრივი ხელისუფლება ამ ყველაფრის წინააღმდეგია. ისინი კომპანიასთან მოლაპარაკებებზე არ წავიდნენ, შედეგად კი „ამაზონის“ დამუძნებელმა ჯეფ ბეზოსმა ახალი ოფისის მშენებლობაზე უარი განაცხადა.