ვაშინგტონი გულხელდაკრეფილი არ უყურებს იმას, თუ როგორ ყიდულობენ მოკავშირეები შეიარაღებას პოტენციური მოწინააღმდეგებისგან, - ამის შესახებ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა განაცხადა. „დასავლეთში მშვიდობის გარანტიებს ვერ ვუზრუნველყოფთ, თუ ჩვენი მოკავშირეები აღმოსავლეთზე არიან დამოკიდებულნი“, - განაცხადა აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, რომ 2017 წლის 12 სექტემბერს თურქეთმა რუსეთისაგან С-400-ის შეისყიდა, რასაც აშშ-ს ხელისუფლება დაუშვებლად მიიჩნევს.