სამართალდამცველებმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ნარკოდანაშაულისთვის 3 ადამიანი დაკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დიდუბე-ჩუღურეთის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო 1 კვირის განმავლობაში, ნარკოდანაშაულისთვის თბილისში 3 პირი დააკავეს. 1989 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ მ.ბ.-ს, 1969 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ ი.ს.-ს და 1987 წელს დაბადებული ა.ვ.-ს ბრალი ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.