ხელოვანი ადამიანები ინსპირაციას ყველაზე მარტივ ნივთებში პოულობენ, ამის ნათელი მაგალითი კი ეს პატარა ბიბლიოთეკაა, რომელის იდეაც აიდაჰოს შტატში მხცოვრებ ქალბატონს ეკუთვნის. შარალი ჰორვარდმა, ეს არასამთავრობო ორგანიზაციის "პატარა უფასო ბიბლიოთეკის" პროექტის ფარგლებში გააკეთა. არასამთავრობო ორგანიზაციამ უკვე 75 000 ბიბლიოთეკის გახსნა შეძლო მსოფლიოს 88 ქვეყანაში.პროექტის ფარგლებში 10 წლის განმავლობაში უკვე შეიქმნა 75 000 ბიბლიოთეკა. შერილ ჰოვარდს არ უნდოდა ასწლოვანი ვერხვის ხის მოჭრა და მის შესანარჩუნებლად სწორედ, რომ მისი ბიბლიოთეკად გადაქცევა გადაწყვიტა. ვერხვის ხისთვის, კენწეროს მოჭრა მაინც მოუწიათ, გამხმარი ტოტებისა და გამოუსადეგარი მერქნის გაწმენდითი სამუშაოების შემდეგ კი ხის ფუღურო ანტისეპტიკური საშუალებებით გაჟღინთეს. ფუღუროში მოათავსეს თაროები, გარედან ლამაზი იერსახის მისაცემად კი სახურავი და მინის კარი დაამაგრეს.
ხის ბიბლიოთეკაში დაამონტაჟეს შიდა განათება. ბიბლიოთეკამდე მისასვლელ გზაზე კი ქვის ფილები დააგეს. დღის ნებისმიერ მონაკვეთში მკითხველს საშუალება აქვს სასურველი წიგნი შეარჩიოს ან სახლიდან მიიტანოს და დატოვოს სხვებისთვის წასაკითხად.