ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის რემონტისთვის 2,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ თანხა გაიზარდოს - Palitra News

ათონელზე მდებარე პრეზიდენტის სასახლის რემონტისთვის 2,5 მილიონი ლარია გამოყოფილი, თუმცა ანზორ ჩუბინიძე არ გამორიცხავს, რომ თანხა გაიზარდოს

2019-02-13 13:10:30+04:00

სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის, ანზორ ჩუბინიძის ინფორმაციით, ათონელის ქუჩაზე მდებარე საპრეზიდენტო რეზიდენციის სარემონტო სამუშაოებისთვის 2.5-მილიონი ლარია გაწერილი, თუმცა მისივე თქმით, აღნიშნული თანხა არ იქნება საკმარისი. ჩუბინიძის განცხადებით რა ოდენობით მცირდება საბიუჯეტო თანხები პრეზიდენტის ადმინისტრაციის ავლაბრის სასახლიდან ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლის შედეგად, პასუხის გაცემა გარკვეული დროის შემდეგ იქნება შესაძლებელი, როცა ათონელზე მდებარე შენობის შენახვის ხარჯი გამოჩნება.