მცდელობა მიმართულია ზოგადად იქითკენ, რომ მართლმსაჯულება, სასამართლო რეფორმა გახდეს უფრო სანდო, - ასე შეაფასა ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა დეპუტატ ეკა ბესელიასა და მისი თანამოაზრეების ინიციატივა მოსამართლეების უვადოდ გამწესების შეჩერებასთან დაკავშირებით. კანონპროექტი დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე უკვე დაარეგისტრირეს.