საფრანგეთში საკლასო ოთახებში ევროკავშირისა და საფრანგეთის დროშების დაკიდება სავალდებულო გახდა. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქვეყნის საკანონმდებლო ორგანომ მიიღო. სასწავლო დაწესებულებების გარეთ დროშები ამ დრომდეც აღმართული იყო, თუმცა, ახალი კანონი დროშების დაკიდებას სკოლებს საკლასო ოთახებშიც ავალდებულებს. ინიციატივას მხარს უჭერს განათლების მინისტრიც. ჟან მიშელ ბლანკე აცხადებს, რომ ცვლილება მარტივი შესასრულებელია, ვინაიდან საკმარისია დროშების პოსტერების განთავსებაც. ინიციატივას ეწინააღმდეგება მემარცხენე პარლამენტარი მიშელ ლარივი, რომელიც აცხადებს, რომ დროშები სკოლების გარეთ საკმარისია და ქვეყნის ეროვნული სიმბოლოს მიმართ ზედმეტად ნაციონალისტური მიდგომა, არასასრუველია.