გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ დავით კირკიტაძე პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებას პარტია "ნაციონალური მოძრაობის" და მათი მხარდამჭერების პროტესტი მოჰყვა. აქციის მონაწილეები სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ სასამართლოს შენობასთან შეიკრიბნენ და აქცია გამართეს.