ინდოეთის დედაქალაქ დელიში სასტუმროში გაჩენილ ხანძარს სულ მცირე 17 ადამიანი შეეწირა. ადგილობრიი პოლიციის ცნობით, დაღუპულებს შორის არის ბავშვიც. სამაშველო სამსახურმა 35-ზე მეტი ადამიანის ევაკუაიცია დროულად შეძლო, თუმცა, არიან დაშავებულებიც, რომლებიც საავდმყოფოებში გადაიყვანეს. სასტუმრო Arpit Palace-ი სადაც ხანძარი გაჩნდა, ტურისტებში პოპულარულ უბანში მდებარეობს. ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია. მეხანძრეების თქმით, სასტუმროში მყოფმა ადამიანებმა კორიდორის გამოყენება ვერ შეძლეს, ვინაიდან ხის პანელებით იყო გაფორმებული, რის გამოც ცეცხლი მალევე გავრცელდა.