"ევროპული საქართველო" თბილისის მერს საბჭოთა რეპრესიების ისტორიის გაცოცხლების ინიციატივით მიმართავს. ელენე ხოშტარიამ ტურისტულ საფეხმავლო ზონებში, სპეციალურ ფილებზე სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა სახელების დაწერის იდეა ყოფილი ჩეკას შენობის წინ ბრიფინგზე გააჟღერა.მისი თქმით, ქვეყანაში 1921 - 1954 წლებში დაახლოებით, 19 000 ადამიანი დახვრიტეს. ამ ადამიანების და მოვლენების ისტორია პრაქტიკულად დაკარგულია და ინფორმაცია ამ ისტორიულ ადგილებზე არათუ ტურისტებს, ადგილობრივ მცხოვრებლებსაც არ აქვთ.