ცნობილი ბრაზილიელი ჟურნალისტი და ტელეწამყვანი რიკარდო ბოეშატი ავიაკატასტროფაში დაიღუპა. შემთხვევა სან-პაულუში მოხდა. ვერტმფრენი, რომელშიც 66 წლის ცნობილი ჟურნალისტი იჯდა სატვირთო ავტომობილს დაეჯახა. როგორც ცნობილია, დაღუპულია პილოტიც. რაც შეეხება სატვირთოს მძღოლს, მისი გადარჩენა შეძლეს. რიკარდო ბოეშატი სან-პაულუსთან ახლოს მდებარე ქალაქ კამპინასიდან მიფრინავდა, როდესაც ვერტმფრენი ხმელეთისკენ დაეშვა და საავტომობილო გზაზე ჩამოვარდა. ბოეშატს სოციალურ ქსელებში ჟურნალისტების ჟურნალისტს უწოდებდნენ. იგი 1970-იანი წლებიდან მედიაში მუშაობდა.