საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი როტერდამის ტურნირის ძირითად ბადეში იასპარეზებს. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირზე მე-16 ფინალიდან ჩაერთვება. მისი მეტოქე იტალიელი ანდრეას სეპი უნდა ყოფილიყო, თუმცა მან ასპარეზობბაზე უარი განაცხადა და მის მაგივრად კორეელ ჰაიონ ჩუნგს დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 23 საათსა და 55 წუთზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ როტერდამის ტუნრირის საპრიზო თანხა თითქმის 2 მილიონ დოლარს უტოლდება.