თბილისში ახალგაზრდა ქალი, სავარაუდოდ, ყოფილმა მეუღლემ ცივი იარაღით დაჭრა. შემთხვევა დიდუბის რაიონში, ხოშარაულის ქუჩაზე მოხდა. შსს-ს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმედ დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული დანაშაული 3-დამ 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.