მოცვის მწარმოებელი ოთხი ქართული კომპანია - "მოცვი", "ქართული მოცვი" , "ლურჯი ველი" და "ჯეობერი", მიმდინარე წელს ევროპულ ბაზარზე გასვლას გეგმავენ. შპს „მოცვის“ დამფუძნებლის თქმით, ევროპულ ბაზარზე მოცვის მიწოდება ივნისში, მას შემდეგ დაიწყება, რაც პროდუქცია Global GAP-ის საერთაშორისო სერთიფიკატს მიიღებს. გამოცემა East fruit-ის ინფორმციით, კომპანია ამჟამად პარტნიორების შერჩევისა და წარმოების განვითარების პროცესით არის დაკავებული.ოთხივე კომპანიის პლანტაციები ოზურგეთის რაიონში 20 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული.