დეკანოზ გიორგი მამალაძის მოძღვარი მამა ნიკოლოზ გიგატაძე დეკანოზის საზიარებლად მზად არის. ამის შესახებ „პალიტრა ნიუსს“ თავად გიგატაძემ განუცხადა. მისი თქმით, თუ დეკანოზი და მისი ოჯახი თანხმობას განაცხადებს, ის მსჯავრდებული სასულიერო პირის საზიარებლად სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შევა.