ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტთან არასამთავრობო ორგანიზაციები შეიკრიბნენ. აქციის მონაწილეების თქმით, 4 თებერვალს, კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ, ცრუ, საქმიანი რეპუტაციის, პიროვნული ღირსების შემლახავი მიმართვები და სიძულვილის ენა გამოიყენა არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ წევრების მიმართ. აქციის მონაწილეები სოფიო კილაძის გამონათქვამებს „ქართული მარშის“ იდეოლოგიას ადარებენ და „მარშის“ ლიდერისა და კილაძის გამოსახულებით აქციაზე კარიკატურებიც მიიტანეს.