საქარველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში სოციალური მუშაკების შესახებ კომენტარი სოციალური დაცვის დეპარტამენტის უფროსმა გაკეთა. ოდიშარია აღნიშნავს, რომ ჩამოყალიბდა საკოორდინაციო საბჭო, რომელიც სხვადასხვა საკითხზე, მათ შორის სოციალური მუშაობის გრაფიკზეც იმუშავებს. სამინისტროს წარმომადგენელი აქვე განმარტავს, რომ გამოცხადებულია რეორგანიზაცია, რომლის ფარგლებზიც სოციალური მუშაკების სააგენტოს მუშაობა იქნება გამართული. მისივე თქმით, კანონით განისაზღვრა ერთმა სოციალურმა მუშაკმა რა რაოდენობით საქმეებზე უნდა იმუშაოს და ის 2021 წლიდან შევა ძალაში.