საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, კახა კახიშვილი ევროკავშირის ელჩს, კარლ ჰარცელს შეხვდა. კახიშვილმა, ევროკავშირის საბიუჯეტო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრვალდებულებათა შესრულების მაღალ მაჩვენებელს გაუსვა ხაზი. მისი თქმით, საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოს მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს და ევროპული პრინციპების დანერგვას ისახავს მიზნად.