რუსთავში ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი განხორციელდება. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ანდრო ასლანიშვილი, სააგენტოს სპეციალისტებთან და რუსთავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ახალი ავტომატური სადგურის სამუშაო პროცესს ადგილზე გაეცნო. სადგურიდან მიღებული მონაცემები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ შექმნილ ახალ პორტალზე აისახება.