ესპანური სუპერ კლასიკო, კატალონიის ბარსელონასა და მადრიდის რეალის პირველი დაპირისპირება, ესპანეთის სამეფო თასზე, იგივე კოპა დელ რეიზე ფრედ დასრულდა. შეხვედრა მადრიდელებმა აქტიურად დაიწყეს და პირველივე შეტევა გოლით დააგვირგვინეს. ვინიციუს ჟუნიორის აქტიურობას და კარიმ ბენზემას გონებამახვილურ თამაშს, ლუკას ვასკესმა სისხარტე და სიზუსტე დაუმატა, რითაც უკვე მეექვსე წუთზე სამეფო კლუბი დაწინაურდა. შემდეგი 30 წუთის განმავლობაში მეტად არეული სიტუაცია იყო, ორივე კართან საკმაოდ ბევრი სახიფათო მომენტი შეიქნმა, თუმცა გოლის გატანა ვერ მოხერხდა. დაახლოებით 35-ე წუთიდან კი კატალონიელებმა უპირატესობა ხელთ იგდეს, ბურთი გააკონტროლეს და ზედიზედ რამდენიმე იერიშის მიტანა შეძლეს. საბოლოოდ ტაბლოზე თანაფარდობა 57-ე წუთზე აღდგა, სადაც თავი მალკომმა გამოიჩინა. აღნიშნული გოლი მატჩში უკანასკნელი გამოდგა. განმეორებითი მატჩი 28 თებერვალს იგეგმება. აღსანიშნავია, რომ ბარსას კაპიტანი, ლიონელ მესი შეხვედრაში 63-ე წუთზე ჩაერთო, მწვრთნელის განცხადებით, არგენტინელს მიკრო ტრავმა აწუხებდა და ძირითად შემადგენლობაში მისი დაყენება აღარ გარისკა.