ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას ითხოვს და პარლამენტს შესაბამისი ინიციატივით მიმართავს - Palitra News

ეკა ბესელია მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას ითხოვს და პარლამენტს შესაბამისი ინიციატივით მიმართავს

2019-02-07 15:13:31+04:00

"ქართული ოცნების" დეპუტატი ეკა ბესელია პარლამენტს თანამოაზრე კოლეგებთან ერთად მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას სთავაზობს, რომელიც პირველ და მეორე ინსტანციის სასამართლოებში მოსამართლეთა უვადოდ განმწესების პროცესის შეჩერებას გულისხმობს.ბესელიას ინფორმაციით, აღნიშნული ინიციატივა პარლამენტში უკვე დარეგისტრირდა.როგორც ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, კანონპროექტი კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში გაწერილ მუხლს ეფუძნება, რომლის მიხედვით, შესაძლებელია 2024 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის წესი არ გამოიყენოს და გამოსცდელი ვადის გამოყენება მოხდეს.კანონპროექტს ხელს აწერენ: - გედევან ფოფხაძე, ალექსანდრე ერქვანია, ზვიად კვაჭანტირაძე, კობა ნარჩემაშვილი, ლევან კობერიძე, დავით ჭიჭინაძე, ოთარ ჩრდილელი, ეკა ბესელია და ლევან გოგიჩაიშვილი.