ჩვენ ვგეგმავთ განათლების სისტემურ რეფორმას, ჩვენი ხედვა არის სისტემის ერთიანი რეფორმა და არა ცალკეული ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა. მინისტრის თქმით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სამუშაო იქნება სკოლამდელი განათლება, რადგან დღევანდელი წარმატებული ქვეყნების მაგალითი და საერთაშორისო განათლება სწორედ იმაზე საუბრობს, რომ სკოლამდელი განათლება უნდა იყოს ძლიერი.