აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კონგრესის წინაშე "ქვეყანაში არსებული მდგომარეობის შესახებ" ყოველწლიური მიმართვით დღეს წარდგება. შესაბამისი მიწვევა ტრამპმა წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსისგან უკვე მიიღო. "ამ მოწვევის მიღება ჩემთვის დიდი პატივია. ბევრი შესანიშნავი რამ გვაქვს სათქმელი, ასევე ბევრი ამოცანა დგას ჩვენ წინაშე, რომელიც უნდა შევასრულოთ. მოუთმენლად ველოდები თქვენთან შეხვედრას 5 თებერვალს" - ნათქვამია აშშ-ს პრეზიდენტის განცხადებაში. შეგახსენებთ, თავდაპირველად დონალდ ტრამპის კონგრესის წინაშე სიტყვით გამოსვლა 29 იანვრისთვის იყო დაგეგმილი. თუმცა, წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსიმ პრეზიდენტს სიტყვით გამოსვლაზე უარი ე.წ. "შათდაუნის" გამო განუცხადა.