ლიგა ენდესას მე-19 ტურში გიორგი შერმადინის "უნიკახამ" დამატებით დროში დაამარცხა "რეალი" - 103:102. მატჩი ცალხახად ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა. სტუმრებმა პირველი ტაიმი 16 ქულით მოიგეს, მასპინძლებმა მოახერხეს თამაშში გარდატეხის შეტანა და ძირითადი დროის დასრულებამდე 0.7 წამით ადრე დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ დედაქალაქელებმა მაინც შეძლეს შეხვედრის ოვერტაიმში გადაყვანა. დამატებით დროის ბოლო წამზე კი ხაიმე ფერნანდესმა ბოლო წამზე ჩაგდებული სამქულიანით გამარჯვება "უნიკახას" მოუპოვა. ქართველმა ცენტრმა პარკეტზე არასრული 29 წუთი დაჰყო რა დროშიც 18 ქულით და 10 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა. შერმადინის მარგი ქმედების კოეფიციენტი + 27ს გაუტოლდა რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი გახლდათ. "უნიკახა" 12 მოგებით მე-5 ადგილზეა და 9 თებერვალს "მანრესას" უმასპინძლებს, იქამდე კი ევროთასზე 5 თებერვალს "ცრვენა ზვეზდას" შეხვდება.