"ჩვენ სკოლა იმისთვის არ გვინდა, რომ მომავალი თაობა გამოცდებისთვის მოვამზადოთ, არამედ სკოლა გვჭირდება, რათა მომავალ თაობას მივცეთ განათლება" - ასე განმარტავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გამოსაშვები გამოცდების გაუქმების შესახებ მთავრობის გადაწყვეტილებას. პრემიერის განცხადებით, განათლების სექტორში სხვა მნიშვნელოვანი რეფორმებიც იგეგმება, რომლებიც მემკვიდრეობით მიღებული პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. როგორც ბახტაძემ "ფეისბუქ ლაივში" ჩართვისას აღნიშნა, რამდენიმე ფაზიანი რეფორმების შესახებ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას განათლების მინისტრთან ერთად მიაწვდის.