საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ინტერნეტში, ფარული ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებას კატეგორიულად გმობს. შესაბამისი განცხადება პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა. მისი განცხადებით, ხელისუფლებას აღნიშნული ფაქტის მიმართ ადეკვატური რეაქცია ექნება.