"იმედი მქონდა, რომ ეკა ბესელია შეწყვეტდა სასამართლო ხელისუფლების წინააღმდეგ ცილისწამებლურ კამპანიას" - ასე პასუხობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრი დიმიტრი გვრიტიშვილი ეკა ბესელიას განცხადებას, რომელმაც არ გამორიცხა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოჩანაწერების გავრცელებასთან კავშირი მასთან დაპირისპირებულ მოსამართლეთა ჯგუფს ჰქონდეს. გვრიტიშვილისთვის ბესელიას განცხადება ბრძოლის დაწყებასთან დაკავშირებით იმის მანიშნებელია, რომ ეს ბრძოლა სასამართლო სისტემის წინააღმდეგ დაიწყება, რასთან დაკავშირებითაც საქართველოს პროკურატურას და უზენაის სასამართლოს რეაგირებას სთხოვს.