ექსპერტთა განცხადებით, მედიცინისა და ფარმაკოლოგიის სფეროში 2018 წელს მიღწეულ რევოლუციურ აღმოჩენებს შორის უნდა აღინიშნოს ჰერპესის სამკურნალო ახალი პრეპარატის შექმნა.ჩიკაგოში ილინოისის უნივერსიტეტის მეცნიერებმა შექმნეს დაბალმოლეკულური ნივთიერება BX795, რომელიც ადამიანის თვალის რქოვანა გარსის უჯრედებში ინ ვიტრო სრულად ანადგურებს მარტივი ჰერპესის ვირუსს. აღნიშნული ტიპის ჰერპესვირუსი უპირველესად აზიანებს თვალის და პირის ღრუს ლორწოვან გარსებს, თუმცა, ვირუსს შეუძლია გენიტალიების დაზიანებაც. პრეპარატი BX795 დიდ იმედს უსახავს ჰერპესინფექციით დაავადებულებს. დღეისათვის აღნიშნული ტიპის ვირუსის სრული ელიმინაცია შეუძლებელია. ვირუსის საწინააღმდეგო თანამედროვე პრეპარატების მიმართ დროთა განმავლობაში რეზისტენტობა ვითარდება. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ ახალი პრეპარატი მაქსიმალურ შედეგს გამოიღებს.