ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატა ე.წ. დეპორტირებულების საქმეზე გადაწყვეტილებას დღეს, თბილისის დროით 14:30 საათზე გამოაცხადებს.იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსის, ბექა ძამაშვილის განცხადებით, სტრასბურგის სასამართლო გადაწყვეტს რუსეთის მიერ კომპენსაციის გადახდის საკითხს საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლნი გახდნენ. იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ჩატარებული მასშტაბური სამუშაოების შედეგად, 2014 წლის 3 ივლისს დავა არსებითად საქართველოს გამარჯვებით დასრულდა და დაიწყო დაზარალებულთა კომპენსაციასთან დაკავშირებული პროცედურები.