დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ე.წ. ღორის გრიპით დაავადების შემთხვევების კლების ტენდენცია შეინიშნება. მისი განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებულია H1N1 ვირუსით გარდაცვალების 20 შემთხვევა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი გრიპის ვირუსით გარდაცვლილთა სტატისტიკის შესახებ ზუსტ მონაცემებს სეზონის დამთავრების შემდეგ გამოაქვეყნებს.