"რისი ეშინია ვირჯინია ვულფს?' - სწორედ ასე ჰქვია ედვარდ ოლბის პოპულარულ პიესას, რომლის მიხედვით, 1966 წელს მაიკ ნიკოლსმა ცნობილი დრამა დადგა ელიზაბეტ ტეილორის და რიჩარდ ბარტონის მონაწილეობით. ფილმმა "ოსკარის" ხუთი პრემია, ხუთი ნომინაცია მოიპოვა და კინოს ისტორიის ერთგვარ რეკორდსმენად იქცა, მაყურებელს კი, იმ კოშმარზე მოუთხრო, რომელსაც ადამიანი განიცდის როცა საკუთარ სულში ძიებასას, გრძნობებისა და განცდების ამოცნობას ცდილობს. ვირჯინია ვულფის რომანები ყოველთვის თვითშემეცნებისკენ მოუწოდებდა მკითხველს და სწორედ ამიტომ აფრთხობდა მათ, ვისაც არ სურდა საკუთარი თავის გაცნობა და იმ სიმართლის მიღება, რომელიც ზოგჯერ მომაკვდინებელიც შეიძლება აღმოჩნდეს.