"ვისოლ ჯგუფი" ბიზნესის დივერსიფიკაციას განაგრძობს და პიცერიების ქსელის შექმნას იწყებს. საწყის ეტაპზე პიცის კუთხეების ინტეგრირება "ვენდის" ამერიკულ რესტორნებში მოხდება, თუმცა "ვენდის" პიცის რესტორნები ცალკე მდგომ ქსელადაც განვითარდება. "ვენდის" პიცის რესტორნებში წარმოდგენილი იქნება 5 სახეობის პიცა: პიცა ბეკონატორი, პიცა ოთხი ყველით, მარგარიტა, პეპერონი და ვეგეტერიანული პიცა. გამოყენებული იქნება ექსკლუზიურად იტალიური ინგრედიენტები: იტალიური ფქვილი, მოცარელა, პიცის სოუსი, ყველი პარმეზანი, ყველი გორგონძოლა და სხვა. პიცის ზომა იქნება საშუალო (დიამეტრი - 33 სმ) და ხუთივე პიცის ფასი იქნება იდენტური: 11ლარი 40 თეთრი, რაც, როგორც ეს საქართველოში პიცის მოყვარულებმა იციან, ამ სახის პროდუქტისთვის დემოკრატიული ფასია. თავად პროდუქტის შესაქმნელად კომპანია საკმაოდ დიდი ხნის მანძილზე მუშაობდა იტალიელ კონსულტანტებთან ქალაქ ნაპოლიდან. ნაპოლი - იტალიური პიცის დაბადების ადგილია. სწორედ იტალიელ კონსულტანტებთან ერთად შეირჩა რესტორნებისთვის პიცის ასორტიმენტი, ინგრედიენტები და დანადგარები. ასევე, იტალიელ ექსპერტებთან ინტენსიური ტრენინგი გაიარეს კომპანიის სპეციალისტებმა, რომლებთან ერთადაც პიცერიების ქსელის განვითარება დაიწყო. „ვენდის“ პიცის ხარისხი და გემოვნური თვისებები სრულიად გამორჩეულია და ამაში მომხმარებელი თავადვე ადვილად დარწმუნდება.