ბათუმში, წერეთლის ქუჩაზე გვიან ღამით ხმაური იყო. აღნიშნულ ტერიტორიაზე მერიის თანამშრომლებმა გარემოვაჭრეების დახლები აიღეს. როგორც ბათუმის ვიცე მერმა თენგიზ პეტრიძემ განაცხადა, წერეთლის ქუჩაზე გაშლილი დახლების გამო, გადაადგილება შეუძლებელი იყო და გარემოვაჭრეებმა არაერთი გაფრთხილების მიუხედავად მერიის მოთხოვნა არ გაითვალისწინეს.შეგახსენებთ, რომ ბათუმში წერეთლის ქუჩაზე, მთელი ღამის განმავლობაში გარემოვაჭრეთა დახლებისა და ჯიხურების აღების სამუშაოები მიმდინარეობდა.