წყალტუბოში, სწრაფი კვების ობიექტში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, გაზის აფეთქების შედეგად, სამი ადამიანი დაშავდა. ორი მათგანი ქუთაისში, დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ექიმების განცხადებით, დაშავებლებს მსუბუქი დამწვრობა აქვთ მიღებული. მომხდარ ფაქტზე გამოძიებაა დაწყებული. შემთხვევის ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.