"ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილისხელმძღვანელობით საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა დღესაც გაიმართება.შეხვედრათა ციკლი მმართველმა გუნდმა გუშინ დაიწყო და განხილვის მთავარ თემას უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საკითხი წარმოადგენს, რომელზეც გუნდში განსხვავებული პოზიციებია.საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების თქმით, გუშინდელ შეხვედრაზე ბიძინა ივანიშვილია ერთგვარად მედიატორის როლი შეასრულა და ყველას აზრი მოისმინა.