"ქართულ ოცნებაში" კონსულტაციების პირველი რაუნდი შედგა - სხდომაზე ქართული ოცნებიდან რომელიმე დეპუტატის გარიცხვის საკითხი არ დამდგარა. როგორც აღნიშნავენ შეხვედრაზე მხოლოდ "მოსამართლეების გამწესების საკითხი განიხილეს. კონკრეტულად კი, დისკუსიისას განიხილეს თუ რა წესების და კრიტერიუმებს უნდა დაეფუძნოს უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა. შეხვედრის მონაწილეები იმასაც ამბობენ რომ განსხვავებული აზრი მხოლოდ ეკა ბესელიას არ აქვს. ნაწილმა მათგანმა განმარტეს, თუ რატომ იყო მოსამართლეთა 10-კაციანი სია კატეგორიულად მიუღებელი. აუდიენციის დროს ე.წ. ამბოხებულმა დეპუტატებმა სცადეს კოლეგების დარწმუნება იმ პოზიციის სისწორეში, რაც მათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევასთან დაკავშირებით აქვთ.თავად ბიძინა ივანიშვილი კი, როგორც უმრავლესობის წევრები აცხადებენ, ყველას აზრს ისმენდა და ცდილობდა გამაერთიანებლის და მედიატორის როლი შეესრულებინა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აცხადებს, რომ არსებობს რესურსი, გუნდში პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება მოხდეს. შეხვედრაზე დეპუტატების ნაწილმა პოზიციის დაფიქსირება ვერ შეძლო, რის გამოც, ის პარასკევსაც გაგრძელდება. "ქართულ ოცნების" ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა გაფართოებული სხდომა 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა.