კრემლის განცხადებით, ვენესუელის ლეგიტიმური პრეზიდენტი ნიკოლას მადუროა. ამის შესახებ რუსეთის მთავრობის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, ვენესუელის შიდა საქმეებში გარედან ჩარევა არაკანონიერი და მიუღებელია. "ჩვენ მსგავს ინტერვენციას მიუღებლად მივიჩნევთ და ვფიქრობთ, რომ ამას შესაძლოა უარყოფითი შედეგები გამოიწვიოს" - განაცხადა პესკოვმა. შეგახსენებთ, ვენესუელას პარლამენტის თავმჯდომარემ და ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. ვენესუელაში მოქმედი პრეზიდენტის წინააღმდეგ მასშტაბური გამოსვლები იმართება.