კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, ბოლო 2-3 წლის განმავლობაში სატელეკომუნიკაციო ბაზარზე კონკურენცია შესუსტდა. ამან კი რისკი გააჩინა, რომ მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებმა თავისი ძალაუფლების ბოროტად გამოყენება სცადონ.
ამასთან, როგორც ბექაურმა აღნიშნა, ბაზრიდან გასვლა "ბილაინსაც" გადაწყვეტილი აქვს და ისიც ყიდის ბიზნესს. შესაბამისად, მისი მხრიდანაც არ ხდება კონკურენციაში შესვლა.
მისივე თქმით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე აუცილებელია, რეგულატორი შესაბამის სიმაღლეზე იდგეს და მომხმარებლის ინტერესები დაიცვას, რასაც კომისია აუცილებლად გააკეთებს.