რუხი მგლისა და კოიოტის ახლო ნათესავი ეთიოპიური მგელი, რომელიც ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელთა იძულებით გადაბარგებით აღმოჩნდა ჩრდილოეთ აფრიკაში, დიდი ხნის მანძილზე რჩებოდა მეცნიერებისთვის ამოუცნობად, რომლებიც ცხოველს ხან აბისინიის მგლად, ხან წითელ ტურად მოიხსენიებდნენ და მხოლოდ მე-20 საუკუნის მეორე ნახევარში შეძლეს მისი მეტ-ნაკლებად შესწავლა და სტატუსის მინიჭება.მკვლევარების დასკვნით, ეთიოპიური მგელი, რომელიც 15-საუკუნოვან ისტორიას ითვლის, თავიდანვე ეთიოპიის მთიან რეგიონებში გავრცელდა და მეტწილად მარცვლოვან მინდვრებზე დაიდო ბინა, თუმცა აფრიკის კონტინეტზე ტემპერატურის მუდმივმა მატებამ ცხოველს მშობლიური ტერიტორიის დატოვება აიძულა და დღეს მტაცებელი ძუძუმწოვარა მხოლოდ ცენტრალური ეთიოპიის იზოლირებულ რაიონებში - ზღვის დონიდან 3 000 მეტრის სიმაღლეზე, ბალეს მთებში ბინადრობს.