აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ იგი ვენესუელის ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს ქვეყნის პრეზიდენტად აღიარებს. ამის შესახებ "თეთრი სახლის" ლიდერმა მას შემდეგ განაცხადა, რაც თავად გუაიდომ თავი ვენესუელის მოქმედ ლიდერად გამოაცხადა.
შეგახსენებთ, ვენესუელაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები იმართება. მოსახლეობა პრეზიდეტნ ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოდის და მას ქვეყნის ეკონომიკურ განადგურებაში ადანაშაულებს. ჰიპერინფლაცია და ელექტროენერგიის ხშირი შეწყვეტა მთავარი ფაქტორები გახდა, რის გამოც მილიონობით ადამიანი ვენესუელის ქუჩებში გამოვიდა. ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო ტრამპის გარდა ვენესუელის ლეგიტიმურ პრეზიდენტად ბრაზილიამ, კოლუმბიამ და პერუმაც აღიარა. თავად ნიკოლას მადურომ ტრამპის საპასუხოდ განაცხადა, რომ იგი აშშ-ისთან ყველანაირ დიპლომატიურ ურთიერთობას წყვეტს და ამერიკელ დიპლომატებს 72 საათი მისცა ქვეყნის დასატოვებლად