საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე 278 მოსამართლეს სათითაოდ უგზავნიან პერსონალურ წერილს. ამის შესახებ მათ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადეს. მოსამართლეებს მივმართავთ, რომ დავიცავთ ყველა იმ ინდივიდუალური მოსამართლის უფლებას, რომლისთვისაც ღირსება და ინდივიდუალური დამოუკიდებლობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება-განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.