ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ დედამიწა ბრტყელია, 2020 წელს კრუიზის მოწყობას გეგმავენ. კრუიზის ორგანიზებას ორგანიზაცია „ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენცია“ აკეთებს. მათი თქმით, ეს იქნება „უდიდესი, ყველაზე გაბედული, საუკეთესო თავგადასავალი“.
ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენციის განცხადებით, „ვრცელი ექსპერიმენტების, ანალიზებისა და კვლევების“ შემდეგ, მისი მიმდევრები დარწმუნდნენ, რომ დედამიწა სფერო არ არის. ბრტყელი დედამიწის მიმდევარ საზოგადოებაში სხვადასხვა თეორიები არსებობს, მაგრამ ყველა მათგანი თანხმდება, რომ დედამიწა ბრტყელია.
მათი ზოგადი მოდელის მიხედვით, დედამიწა ვრცელი დისკოა, რომელიც გარშემორტყმულია „ყინულის კედლის ბარიერით“ - ანტარქტიდით, ცენტრს კი ჩრდილოეთ პოლუსი წარმოადგენს. ბრტყელი დედამიწის საერთაშორისო კონფერენცია კრუიზის დეტალებს ჯერ არ აკონკრეტებს. სავარაუდოდ, ორგანიზაცია საკრუიზო გემის ეკიპაჟს აგროვებს.